გურჯაანში მომხდარი სამმაგი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული კაცი სამართალდამცველებმა დააკავეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარი სამმაგი მკვლელობის ფაქტზე ზვიად ზურაბაშვილი დააკავეს. ბრალდებულმა კაცმა ცოლს, ფიქრია უღულაშვილს და ორ მეგობარს - მალხაზ მამისაშვილს, როინ კობიაშვილს ესროლა.
"პოლიციამ კახეთში მომხდარი სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ზ.ზ. სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი პირი: მეუღლე - 1986 წელს დაბადებული ფ.ტ., თანასოფლელები: 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1985 წელს დაბადებული რ.კ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ზ. ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.