კარიერაში პირველად, გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
37 წლის გურამ კაშია ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე პირველად ითამაშებს.
ბრატისლავის "სლოვანმა", სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა დანიურ "მიდტიულანდთან" 3:2 მოიგო და მთავარი საკლუბო ტურნირის ძირითად ეტაპზე ითამაშებს.
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის წილისყრა 29 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება