"პერსონალი არ აღიარებდა, გეჩვენებაო.. ყოველ წუთს ველოდებოდი როდის მოწყდებოდა კაბინა ..დამჭირდა სასწრაფოს გამოძახება.. - რა კადრებს ავრცელებს მოქალაქე, რომელიც ამტკიცებს, რომ "მთაწმინდის პარკში" ერთ-ერთი ატრაქციონი მწყობრიდანაა გამოსული
"მთაწმინდის პარკში არის ერთი ატრაქციონი "რვაფეხა",რომლის ერთი კაბინაც არის მწყობრიდან გამოსული. მომსახურე პერსონალი არ აღიარებდა,გეჩვენებაო მიმტკიცებდა როცა ტექნიკური ჯგუფის გამოძახებას ვითხოვდი. ვეხვეწებოდი რომ გაეჩერებინათ ატრაქციონი,რადგან შეშლილი სახეები ჰქონდათ ბავშვებს ( მესამედ ისხდნენ,იქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა). ბავშვები ძლივს გადმოვიდნენ სკამიდან,გულისრევით და შოკირებულები. დამჭირდა სასწრაფოს გამოძახება , რადგან ბავშვს აქვს კისერი გაშეშებული და ფეხის ძარღვი დაჭიმული,ტვინის შერყევას ჯერ ვაკვირდებით.ვიდეო არის დასაწყისში გადაღებული,არ გაგიჭირდებათ ამოცნობა ერთი კაბინა რომ განსხვავებულად ტრიალებს.ამის მერე ათასჯერ სწრაფად დაიწყო შიდა ტრიალი,როცა უმატა ატრაქციონმა სიმძლავრე. 5 წუთის განმავლობაში ვიხვეწებოდი გაჩერებას და რეაგირებას არ ახდენდნენ. ყოველ წუთს ველოდებოდი როდის მოწყდებოდა კაბინა. ბოდიშის ნაცვლად, გადმოვიდნენ აქეთ შეურაცხყოფაზე და აგრესიაზე. დღეს ჩვენ გადავრჩით,მაგრამ ხვალ შეიძლება სავალალო შედეგი დადგეს სხვისთვის." - აღნიშნულ ტექსტს სოციალურ ქსელში ვიდეოსთან ერთად გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.