loader

" რომ გაიცნო ადღეგრძელა, ხელზე ეამბორა და .." - ცნობილია ვინ არის გურჯაანში ქმრის მიერ მოკლული ქალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

" რომ გაიცნო ადღეგრძელა, ხელზე ეამბორა და .." - ცნობილია ვინ არის გურჯაანში ქმრის მიერ მოკლული ქალი

"მთავარი არხის" ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, სამი ადამიანის მკვლელობისთვის 40 წლამდე ასაკის ზვიად ზურაბაშვილი იძებნება. მოკლულებს შორის არიან სავარაუდო დამნაშავის ცოლი, 30 წლამდე ფიქრია ტუგულაშვილი და ბავშვობის მეგობრები - მალხაზ მამისაშვილი და როინ კობიაშვილი. ადგილობრივების ინფორმაციით, დანაშაულს თვითმხილველი არ ჰყავს და მაშინ როდესაც ერთ - ერთი ადგილობრივი შემთხვევით შევიდა ზურაბაშვილების სახლში, ორი მოკლულო უკვე ადგილზე დახვდა. მესამე მოკლული კი სოფელ ზეგაანში იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ - ერთი მოკლული მალხაზ მამისაშვილი ზურაბაშვილებთან სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

სოფელში ამბობენ, რომ ზურაბაშვილმა თვენახევრის წინ დატოვა ციხე, სადაც სასჯელს ცოლზე ძალადობისთვის იხდიდა.

მკვლელობის სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

წყარო და ვიდეო: "მთავარი არხი