loader

"ცოლი კარგ საჭმელს აკეთებდა და შეაქო ორმა მამაკაცმა..." - გურჯაანში მომხდარი მკვლელობის დეტალები: რას ჰყვება ადგილობრივი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოლი კარგ საჭმელს აკეთებდა და შეაქო ორმა მამაკაცმა..." - გურჯაანში მომხდარი მკვლელობის დეტალები: რას ჰყვება ადგილობრივი?

კახეთში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

როგორც ადგილობრივი "TV პირველს" უყვება, რამდენიმე დღის წინ სოფელ ახაშენში ზ.ზ-ს სახლში სუფრა ჰქონდა გაშლილი, სადაც ორმა პირმა მისი მეუღლე გემრიელი საჭმლისთვის შეაქო, ამ ფაქტმა კი ზ.ზ-ს გაღიზიანება გამოიწვია და ცოლს ყელი გამოსჭრა.

კაცი დააკავეს, თუმცა მალევე გამოუშვეს, რის შემდეგაც, ადგილობრივის თქმით, ზ.ზ.-მ დაწყებული საქმე დაასრულა და ცოლი შვილების თანდასწრებით მოკლა, მანამდე კი ე.წ. ბირჟაზე მივიდა და ზემოხსენებულ ორ კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

"სუფრა ჰქონდათ, ბევრი ხალხი იყო. ეს ცოლი კარგ საჭმელს აკეთებდა და შეაქო ორმა მამაკაცმა, ხელზეც აკოცესო, ამბობენ. იმ საღამოს მთვრალზე კაცს უეჭვიანია და ცოლს საღამოს ყელი გამოსჭრა. დაზიანებები მსუბუქი იყო და ქალი გადარჩა, კაცი კიდევ დააკავეს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს. ამის შემდეგ, ეტყობა, ამ კაცმა ვერ დაივიწყა ეს ამბავი, დაწყებული საქმე დაასრულა. არ ვიცი, რა დაემართა, ბირჟაზე მიუვარდა იმ ორ ტიპს და იარაღიდან ესროლა რამდენჯერმე. მთელი უბანი პანიკაში იყო. ამის მერე სახლში მისულა და ცოლი შვილების თანდასწრებით მოუკლავს", - ამბობს ადგილობრივი "პირველებთან". გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ზ.ზ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.