loader

იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამშრომლებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. იუსტიციის სამინისტრო ატარებს ყველა ღონისძიებას გამოძიების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის.

მათივე ცნობით, იუსტიციის სამინისტრო, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოუწოდებს ყველას, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას.

ასევე იხილეთ: ტრაგედია თბილისში - იუსტიციის სამინისტროს ეზოში 28 წლის ქალის ცხედარი ნახეს