loader

"ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შემოთავაზება იყო" - ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას სთავაზობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შემოთავაზება იყო" - ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას სთავაზობს

ხელისუფლების მხრიდან მსგავსი შემოთავაზება იყო - ეს არის ხელისუფლების მხრიდან თავაზიანობის აქტი, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების გეგმაზე.

ჯაღმაიძის განმარტებით, ამ ეტაპზე საპატრიარქოში მსჯელობენ, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღნიშნული შემოთავაზების ფორმულირება.

მისივე თქმით, კატეგორიულად საკითხი დაყენებული არ არის, რომ რომელიმე ფორმულირება ჩაიწეროს.