"მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება რისკებს შეიცავს" - პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, საქართველოს ეკლესიას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი პრაქტიკა, რაც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გულისხმობს და „ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს“.
მისივე თქმით, ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობისა უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის.