საკეისრო კვეთის შემდეგ 30 წლის ქალი გარდაიცვალა - "4 წლის გოგო და 15 დღის ბიჭი დამრჩა... ელექტროშოკი გამოიყენეს და მერე თქვეს, გული გაუჩერდაო"
გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა - შემთხვევა კლინიკა "გორმედში" მოხდა. დაღუპულია 30 წლის მაგდა ბალიაშვილი.
"ჩამოვიდა ექთანი და გვითხრა, წამობრძანდით მეუღლე და დედა, რომ თქვენი შვილი ნახოთო. წავედით პალატაში. ჩემი შვილი კარგად იმყოფებოდა, ნორმალურად შეგვხვდა. საღამოს 6 საათი რომ მოვიდა, ექიმმა შეამოწმა, ყველაფერი კარგად არისო, გადააბარა მორიგე ექიმს და წავიდა სახლში. 9-ის ნახევარზე შეიქნა ცუდად. ელექტროშოკი გამოიყენეს და მერე თქვეს უკვე, რომ გული გაუჩერდაო, რაღას უყურებთო. არაფერი არ უთქვამთ, ვერ გაიგეს თვითონაც. ბავშვი უკვე სისხლისგან იყო დაცლილი. სისხლს რომ უღებდნენ, ვენას ვეღარ პოულობდნენ" - ამბობს გარდაცვლილის დედა.
ვიდეო: "მთავარი არხი"