რას წერს გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც "ლივერპულის" მეკარე ოფიციალურად გახდა
"ვალენსიამ" შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, დავრჩე კიდევ ერთი წელი "ვალენსიაში" და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში" - ამის შესახებ გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კლუბისთვის ეს წელი გარდამტეხია.
"ვალენსიაზე და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ.
მინდა მადლობა გითხრათ სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ.
სიტყვები არ არის საკმარისი, გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის. რაც "ვალენსიამ", ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა.
"ვალენსიამ" შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, დავრჩე კიდევ ერთი წელი "ვალენსიაში" და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში.
ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც. ამიტომ, როგორც არასდროს, ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე!" - წერს სოციალურ ქსელში გიორგი მამარდაშვილი.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულის" მეკარე გახდა. კონტრაქტის ღირებულება 35 მილიონი ევროა. ქართველი მეკარე "ლივერპულს" 2025 წლის ივლისში შეუერთდება, მანამდე კი 1-წლიანი იჯარით "ვალენსიაში" დარჩება.