"რაღაცა უბედურება გარდაუვალია მანდ.." - ვრცელდება ვიდეოკადრები თემქიდან, რომელსაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები თემქიდან, სადაც ჩანს, რომ ჩარგლის ქუჩაზე, საკანალიზაციო ორმო ღია მდგომარეობაშია, რაც საფრთხეს უქმნის ავტომობილის მძღოლებს. ვიდეოს მოქალაქე "ფეისბუქ" ჯგუფში "ქალაქის პრობლემები" ანონიმურად ავრცელებს.