„მინდა თქვენი თანდასწრებით ხელი მოვაწერო განცხადებას" - რა განაცხადა პრეზიდენტმა საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე?
პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა. შესაბამის განკარგულებას სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციში მიმდინარე ბრიფინგზე მოაწერა ხელი.
„პირველ რიგში, მინდა, თქვენი თანდასწრებით ხელი მოვაწერო განცხადებას, რითაც ინიშნება სამომავლო არჩევნები 26 ოქტომბერს. ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების განკარგულებას. გადაწყვეტილების დღე მოგვიახლოვდა, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება.