"დილის საათებში ხმა ჩამესმა, რომ ჩემ მოკვლას აპირებდნენ; ამიტომ გადავწყვიტე, მივსულიყავი, რომ შემეშინებინა..." - რა თქვა ბერი ნარიმანის მრევლის დაჭრაში ბრალდებულმა 19 წლის ბიჭმა სასამართლოში?
"ხმა ჩამესმა, რომ ჩემ მოკვლას აპირებდნენ. ამიტომ გადავწყვიტე, შემეშინებინა. თვალებში დამიბნელდა, ვეღარ მოვთოკე ნერვები და უმისამართოდ მოვიქნიე დანა" - ბერი ნარიმანის მრევლის დაჭრისთვის დაკავებული 19 წლის ლუკა ტოტოლაშვილის ჩვენება სასამართლოზე.
ბერი ნარიმანის საცხოვრებელ კორპუსში დაჭრის ფაქტზე დაკავებული ლუკა ტოტოლაშვილი პატიმრობაში დარჩა. საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელა. დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. დანაშაული 24 აგვისტოს ფონიჭალაში მოხდა.