loader

"თქვენ პი­რა­დად პო­ლი­ტი­კა­ში ემ­ბრი­ო­ნად თუ იყა­ვით მხო­ლოდ ჩა­სა­ხუ­ლი, როცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქა­ლებს ნიშ­ნავ­და კან­დი­და­ტე­ბად და თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და შე­მოჰ­ქონ­და კვო­ტე­ბი" - თეა წულუკიანი ანა დოლიძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ პი­რა­დად პო­ლი­ტი­კა­ში ემ­ბრი­ო­ნად თუ იყა­ვით მხო­ლოდ ჩა­სა­ხუ­ლი, როცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქა­ლებს ნიშ­ნავ­და კან­დი­და­ტე­ბად და თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და შე­მოჰ­ქონ­და კვო­ტე­ბი" - თეა წულუკიანი ანა დოლიძეს

"სუს­ტი ქალი არ არ­სე­ბობს, ამის მა­გა­ლი­თი თქვენც ხართ და ვი­ღაც წით­ლი­ძეც. სა­ხე­ლი არ მახ­სოვს", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, ანა დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბას. რო­გორც დო­ლი­ძემ თქვა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ძლი­ე­რი ქა­ლე­ბი ეზი­ზღე­ბა.

ანა დო­ლი­ძის სა­პა­სუ­ხო პოსტს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი "ფეის­ბუქ­ში" ავ­რცე­ლებს."ანა დო­ლი­ძე - "ქარ­თულ ოც­ნე­ბას ეზი­ზღე­ბა ძლი­ე­რი ქა­ლე­ბი“.

1. სუს­ტი ქალი არ არ­სე­ბობს, ამის მა­გა­ლი­თი თქვენც ხართ და ვი­ღაც წით­ლი­ძეც. სა­ხე­ლი არ მახ­სოვს.

2. ჩვენ­ზე თქვენ ნუ ინერ­ვი­უ­ლებთ, გენც.

3. ნი­ან­გის ცრემ­ლე­ბი თუ გაწ­ვე­ბათ, კა­ცებ­ზე ან რამე სხვა თე­მა­ზე აღ­ვარ­ღვა­რეთ.

4. თქვენ პი­რა­დად პო­ლი­ტი­კა­ში ემ­ბრი­ო­ნად თუ იყა­ვით მხო­ლოდ ჩა­სა­ხუ­ლი, როცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქა­ლებს ნიშ­ნავ­და კან­დი­და­ტე­ბად და თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და შე­მოჰ­ქონ­და კვო­ტე­ბი. მაგ­რამ ვი­ღაც წით­ლი­ძე­ე­ბის, უმა­დუ­რი და უნი­ჭო პო­ლი­ტი­კო­სი კორ­ძა­ი­ე­ბის, ლა­მა­ზი თი­ნი­კო­ე­ბის, ლუ­ზე­რი სა­ლო­მე­ე­ბის (ამ­ჯე­რად დე­პუ­ტატ­კა­ზე ვამ­ბობ) და ასე­თი სა­ოც­რე­ბე­ბის მო­ხილ­ვის მერე, აღარც პო­ლი­ტი­კა­ში ქა­ლის მხარ­და­ჭე­რა მო­გინ­დე­ბა ადა­მი­ანს (ანუ კაცს) და აღარც კვო­ტის. ასეა ეს.

კე­ტა­ვენ გო­გო­ე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კა­ში გზას ეს უმ­სგავ­სო­ე­ბი. კუ­ბო­ზე გვირ­გვი­ნი (ვე­ნო­კი ჰქვია "იმ" კა­ნო­ნის მი­ღე­ბის მერე!) გა­მომ­რჩა: ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი... კარ­გად კი­ვი­ლი სუქ­სესს­ფულ­ნე­სო­ბას როდი ნიშ­ნავს პო­ლი­ტი­კა­ში, თო­რემ სუ ზე­წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი ვარ­დი­ვით დამჭნა­რი და კვლა­ვაც ლა­მა­ზი დი­ა­ცის უბე თაკო ჩარ­კვი­ა­ნი.

5. მოკ­ლედ, ნუ შე­ჭა­მეთ ტვი­ნი არას­წო­რი მე­სი­ჯე­ბით და არას­წო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ქცე­ვე­ბით და ცოტა ნორ­მა­ლუ­რე­ბი ვინც დარ­ჩით მა­ქეთ მხა­რეს ქა­ლე­ბი, საქ­მეს მი­ხე­დეთ, რად­გან ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მიერ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი და შე­მო­ტა­ნი­ლი კვო­ტე­ბი აღა­რაა და ეგებ რამ­დე­ნი­მემ მა­ინც შეჰ­ყოთ ლა­მა­ზი ცხვი­რე­ბი სა­კა­ნონ­მდებ­ლო­ში.

6. ისე, როცა ივა­ნიშ­ვილ­მა ქა­ლე­ბის ხელ­შე­სა­წყო­ბად არა­ერ­თი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, სა იყა­ვით მა­შინ, რა­ტომ არ თქვით ერთი კე­თი­ლი სი­ტყვა?!

მერე რომ და­ლაგ­დით და ჟივ­ჟი­ვებ­დით ობო­ლი ბე­ღუ­რე­ბი­ვით, კვო­ტე­ბი უქ­მდე­ბაო!!!

7. ვაი იმ კვო­ტას, ვი­ღაც წით­ლი­ძეს (შე­იძ­ლე­ბა გვა­რიც მეშ­ლე­ბა) ან კი­დევ დამჭნარ და მა­ინც მშვე­ნი­ერ თა­კოს, ვარ­დიც რომ ვერ იშო­ვა, თავი რომ სხვა რამე ეგო­ნოს, რომ შე­იყ­ვანს პარ­ლა­მენ­ტში.

8. მოკ­ლედ, სა­კუ­თარ კონ­სტი­ტუ­ენ­სის მი­ხე­დეთ, ქა­ლე­ბო. ასე იგე­ბენ არ­ჩევ­ნებს და არა სხვი­სი პარ­ტი­ის დე­ლე­გა­ტე­ბის კრი­ტი­კით", - წერს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი.