"ბავშვი გაჩხაპნა... 10 დღის მერე ის ძაღლი მოკვდა..." - რას ამბობენ ადგილობრივები გურჯაანში, სადაც ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა
გურჯაანში, სოფელ მელაანში, ძაღლმა მცირეწლოვანი ბავშვი დაკაწრა. 10 დღის შემდეგ ცხოველი ოჯახისთვის საეჭვო მდგომარეობაში დაიღუპა, რის გამოც ადგილობრივები სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდნენ. ოჯახის ყველა წევრი, რომლებსაც დაავადებულ ძაღლთან ჰქონდათ შეხება, აიცრა.
მელაანიდან და მიმდებარე სოფელ ჩალაუბნიდან მიუსაფარი ძაღლები ინტერმუნიციპალურ სააგენტოში გადაიყვანეს. თავშესაფარში 90 ძაღლი მოათავსეს, საიდანაც 14 დაიღუპა. თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული.
ვიდეო: "მთავარი არხი"