loader

"ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი ორი მოსწავლე" - ვინ იყვნენ 15 წლის მოზარდები, რომლებიც ბათუმში ავარიას ემსხვერპლნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი ორი მოსწავლე" - ვინ იყვნენ 15 წლის მოზარდები, რომლებიც ბათუმში ავარიას ემსხვერპლნენ

ბათუმში, 23 აგვისტოს აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდები უჩა ბერიძე და გოგიტა ათაბაგი არიან.

"ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლის კოლექტივი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი 2 მოსწავლე...

ამ ტრაგედიას ვერაფერს დავარქმევ, ეს უსაზღვრო გაუსაძლისი ტკივილია. ჩვენი სკოლის მე-9 (ა) და მე-9 (ბ) კლასის მოსწავლეებმა უჩა ბერიძემ და გოგიტა ათაბაგმა სასწავლო წლის დასაწყისის მოლოდინს ფერები შეუცვალა, ჩაამუქა, ჩააქრო სიხარული და სევდით და ტკივილით აგვივსო გულები...

თქვენმა ხანმოკლე ცხოვრებამ სამარადისო კვალი დატოვა ჩვენში. მიჭირს ამის თქმა... მაგრამ სამარადისოდ ნათელში იყავით, ჩვენო ვაჟკაცო ბიჭებო" - წერს თამრიკო გოგიშვილი სოციალურ ქსელში.