loader

"შვილის შეძენამ უზარმაზარი ენერგია შემძინა" - ხვიჩა კვარაცხელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შვილის შეძენამ უზარმაზარი ენერგია შემძინა" - ხვიჩა კვარაცხელია

სერია A-ს მეორე ტურში, „ბოლონიასთან“ მოგებულ მატჩში (3:0), „ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და რა თქმა უნდა, ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

თამაშის დასრულების შემდეგ ქართველმა კომენტარი DAZN-თან გააკეთა:

"იმან, რომ მამა გავხდი, უზარმაზარი ენერგია შემძინა. ვფიქრობ, ეს მოედანზე ვაჩვენე. მოედანზე გასვლის, საქმეში ჩემი წვლილის შეტანის და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში ჩემი წვლილის შეტანის უდიდესი სურვილი მქონდა.

მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც სურს, რაღაც ახალი, სასარგებლო შეისწავლოს, რათა ზრდა განვაგრძო. კონტეს მწვრთნელობა უდავოდ გარანტიაა იმისა, რომ მთელი ჩემპიონატის მანძილზე დიდ სიამოვნებას მივიღებთ".

წყარო: sportall.ge