"პირველი არხის" ჟურნალისტი გარდაიცვალა
საზოგადოებრი მაუწყებლის ჟურნალისტი, გიორგი კობერიძე, რომელიც მიელობლასტურ ლეიკემიას ებრძოდა, გარდაიცვალა.
გიორგის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი კოლეგები ავრცელებენ.
"წარმოუდგენელი ტრაგედია და უსამართლობაა გიორგის გარდაცვალება.. ამდენი გულშემატკივრის თავზრდამცემი მარცხი.ქართულმა მედიამ დაკარგა ერთი ვეებერთელა გულის ერთგული მეგობარი".
"რატომ?? რატომ?? ისე მჯეროდა, რომ გაიმარჯვებდი .. გავიმარჯვებდით..როგორ გაპატიო ეს დამარცხება მიყვარხარ აუცილებლად შევხვდებით", - წერენ მისი მეგობრები.
ორი თვის წინ, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული კობერიძე სოციალურ ქსელში წერდა:
"ვბრუნდებით საქართველოში თითქმის სამი თვის განმავლობაში სტამბოლში მკურნალობის კიდევ ერთი კურსი გავიარე. (ქიმიოთერაპიები და დონორისგან ღეროვანი უჯრედების გადანერგვა)ექიმებმა რეაბილიტაცია და მკაცრი რეჟიმი შემდეგი ერთი წლის განმავლობაშიო - არა ხალხმრავლობა, არანაირი ვირუსი და მკაცრი დიეტა.
თავს მხნედ ვგრძნობ ყველას ძალიან დიდი მადლობა სიყვარულისთვის, მოკითხვისთვის, მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის ჩემი მაგალითით მინდა ვთქვა, რომ ჩემი დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, (მწვავე მეილობლასტური ლეიკემია) უჯრედების გადანერგვაზე და ქიმიოთერაპიებზე, ჯანდაცვისა და მერიის ფინანსური პროგრამები ძალიან დიდი დახმარებაა" - წერდა გიორგი კობერიძე.