"ყელი გამოუჭრიათ მამაკაცისთვისო" - რას ჰყვებიან მეზობლები ბერი ნარიმანის კოპუსთან მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე
ფონიჭალაში ორ ადამიანს სავარაუდოდ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.
ფაქტზე გამოძიება, 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მისამართზე, სადაც შემთხვევა მოხდა, ბერი ნარიმანი ცხოვრობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.