განადგურებული სავარგულები, წაქცეული ხეები და სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები - სტიქია ახმეტაში
სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა - წვიმას ქარიშხალი და სეტყვა ერთვოდა, რამაც სასოფლო- სამეურნეო სავარგულების ნაწილი გაანადგურა.
ქარმა რამდენიმე სოფელში 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. მათ შორის არის პანკისის ხეობაში არსებული პოლიციის შენობაც. ახმეტის მერის ინფორმაციით, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ხეობის სოფლებს დენის მიწოდება შეუწყდა. წაქცეულია მრავალწლიანი ხეები პანკისი - ახმეტა- თელავის მიმართულებით.