"მოლდოვის პარლამენტი არის, პრაქტიკულად, ერთპარტიული... იგივე მოხდება საქართველოშიც" - ირაკლი კობახიძე
სწორედ მომდევნო მოწვევის პარლამენტის პირობებში უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით, მემკვიდრე პარტიებით. ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციურ გაერთიანებებზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, 2 სუბიექტი იქნება წარმოდგენილი მომდევნო მოწვევის პარლამენტში, კერძოდ, „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება.
მისივე თქმით, მოლდოვის პარლამენტი არის, პრაქტიკულად, ერთპარტიული, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც.