ვარლამ ლიპარტელიანი, დავით კაჭარავა, ზუკა რურუა და კიდევ ვინ წარადგინა ირაკლი კობახიძემ თბილისის დელეგატებად?
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის დელეგატები წარადგინა.
დელეგატების შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
გლდანი - თბილისის საკრებულოს წევრი, ლადო ბოჟაძე

ნაძალადევი - თბილისის საკრებულოს წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი, ირაკლი ხელაძე

ისანი - ისნის რაიონის მოქმედი გამგებელი, ნიკა ელისაშვილი

სამგორი - ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანი

დიდუბე - ჩუღურეთი - მოქმედი დეპუტატი, გიორგი ვოლსკი

ვაკე - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი, ზუკა რურუა

საბურთალო - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, აკაკი ალადაშვილი

მთაწმინდა-კრწანისი - მოქმედი დეპუტატი, დავით კაჭარავა
