"ქართულმა ოცნებამ" თბილისის დელეგატები წარადგინა
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის დელეგატები წარადგინა.
დელეგატების შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
გლდანი - თბილისის საკრებულოს წევრი, ლადო ბოჟაძე;
ნაძალადევი - თბილისის საკრებულოს წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი, ირაკლი ხელაძე;
ისანი - ისნის რაიონის მოქმედი გამგებელი, ნიკა ელისაშვილი;
სამგორი - ძიუდოისტი, ვარლამ ლიპარტელიანი;
დიდუბე - ჩუღურეთი - მოქმედი დეპუტატი, გიორგი ვოლსკი;
ვაკე - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი, ზუკა რურუა;
საბურთალო - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, აკაკი ალადაშვილი;
მთაწმინდა-კრწანისი - მოქმედი დეპუტატი, დავით კაჭარავა.
როგორც პრემიერმა განმარტა, ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში, ე.წ. გამსვლელ ადგილებზე.