"წარმოუდგენლად დიდი პატივია და მადლიერი ვარ, როგორც საქართველოს მოქალაქე და ახლა უკვე როგორც აშშ-ის მოქალაქე" - ნინი ბრეგვაძემ აშშ-ის ჰიმნი ნიუ იორკში, 70 000 მაყურებლის წინაშე შეასრულა
ნინი ბრეგვაძემ აშშ-ის ჰიმნი ნიუ იორკში, 70 000 მაყურებლის წინაშე შეასრულა.
"დიდი პატივია 70 000 ადამიანის წინაშე ეროვნული ჰიმნის შესრულება, "სუპერ ბოულის" გამარჯვებულების გვერდით.
ასეთ გამოცდილებას ცოტა ადამიანი თუ იღებს, განსაკუთრებით ის, ვინც ამერიკის მოქალაქეობა ცოტა ხნის წინ მიიღო.
წარმოუდგენლად დიდი პატივია და მადლიერი ვარ, როგორც საქართველოს მოქალაქე და ახლა უკვე როგორც აშშ-ის მოქალაქე"- წერს ნინი ბრეგვაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.