loader

"3 წლის ბავშვი ჭაში ჩავარდა, მამა იმწამსვე გადაეშვა, მაგრამ შვილი ვერ იპოვა..." - რა მოხდა საჩხერეში დღეს და ვინ არის კაცი, რომელმაც მეგობრის შვილი გადაარჩინა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"3 წლის ბავშვი ჭაში ჩავარდა, მამა იმწამსვე გადაეშვა, მაგრამ შვილი ვერ იპოვა..." - რა მოხდა საჩხერეში დღეს და ვინ არის კაცი, რომელმაც მეგობრის შვილი გადაარჩინა?

საჩხერეში, სოფელ არგვეთში 3 წლის ბავშვი 18-მეტრიან ჭაში ჩავარდა. დემეტრე ჭიდან მეზობელმა, ნუგზარ კიპაროიძემ ამოიყვანა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ბავშვი თბილისში არის გადმოყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია, გონზე მოვიდა, თუმცა ხელოვნურად აძინებენ.

"კვირის პალიტრა" ოჯახის ახლობელს ესაუბრა, რომელმაც მომხდარის დეტალები აღწერა:

"დემეტრე, რომელიც მეზობლის ეზოში იმყოფებოდა, სკამი დაინახა, აიღო და ჭას მიადგა, წყალი მწყურია, უნდა დავლიოო. ჭას თავსახური ახადა და ვედრო ჩაუშვა წყლის ამოსაღებად. სწორედ ამ ვედროს გადაჰყვა ჭაში. ამბავს დემეტრეს პატარა მეგობარი შეესწრო.

საბედნიეროდ, მეზობელმა ჭაში ჩავარდნილი ვედროს ხმა გაიგონა და გარეთ გამოვარდა. ამბობს, ჭაში ვედროს ჩაშვების ხმა რომ გავიგონე, ისეთ შემზარავად მომეჩვენა, მყისვე გამოვვარდი და ჭასთან მხოლოდ ჩემი შვილი დამხვდაო. რომ ვკითხე, ჭაში ვედრო ვინ ჩააგდო-მეთქი, ატირებულმა მითხრა, - დემეტრემ, მაგრამ თვითონაც ჭაშიაო. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ქალს რა მეხი დაეცემოდა, კივილი ატეხა, - მიშველეთ, ბავშვი ჩავარდა ჭაშიო..." ვრცლად წაიკითხეთ kvirispalitra.ge-ზე>>>