loader

ამოუხსნელი ფენომენი და ამბავი, რომელიც ძნელი დასაჯერებელია - სად ცხოვრობს ოჯახი, რომლის 6 წევრიც 4 კიდურზე გადაადგილდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამოუხსნელი ფენომენი და ამბავი, რომელიც ძნელი დასაჯერებელია - სად ცხოვრობს ოჯახი, რომლის 6 წევრიც 4 კიდურზე გადაადგილდება

თურქეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს ოჯახი, რომლის მსგავსს ვერსად ნახავთ. ამ ოჯახის 6 წევრი 4 კიდურზე გადაადგილდება. ამ უცნაურ შემთხვევას მეცნიერები იკვლევენ. თუ მათ პირისპირ არ შეთხვდებით ამ უცნაური ამბის დაჯერება, რთულია.

ულასების მშობლებს, რომლებიც სხვა ადამიანებისგან არაფრფით განსხვავდებიან 19 შვილი ჰყავთ, მათგან 5 კი კვადრიპედალიზმით, ანუ 4 კიდურზე გადადგილების ფორმით დაიბადა. ასეთი ამბავი არასდროს არავის უნახავთ და შესაბამისად, არც შეუსწავლიათ.

ერთი ვერსიით ეს შემთხვევა უიშვიათეს გენეტიკურ დარღვევას უკავშირდება. მათ უჩვეულო გადაადგილების გარდა, არ შეუძლიათ მეტყველება. ისინი მხოლოდ უცნაურ ხმებს გამოსცემენ. (ყვირილის ხმები) ამის გამო, ულასების ოჯახს თანასოფლელები ხშირად დასცინიან და არის ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებიც.