loader

ნოე სულაბერიძე, ლაშა ბექაური, ნიკოლოზ წულუკიძე და საზოგადოებისთვის ცნობილი კიდევ რომელი სახეები არიან მასწავლებელთა ეროვნული პრემიის ჟიურიში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნოე სულაბერიძე, ლაშა ბექაური, ნიკოლოზ წულუკიძე და საზოგადოებისთვის ცნობილი კიდევ რომელი სახეები არიან მასწავლებელთა ეროვნული პრემიის ჟიურიში?

2024 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონკურსში მონაწილეობის მსურველთაგან 10 საუკეთესო კანდიდატი სპეციალურმა ჟიურიმ 21 აგვისტოს შეარჩია.

ჟიურის შემადგენლობაში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც არიან, მათ შორის ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, ძიუდოისტი ლაშა ბექაური, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, ფილოლოგი გია მურღულია, პედიატრი თემურ მიქელაძე, მსახიობები ნანა შონია, ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი და სხვა.

"მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულებულია და სპეციალურად დაკომპლექტებულმა კომისიამ საუკეთესო ისტორიის მქონე 10 კანდიდატი უკვე შეარჩია. შერჩეულ პედაგოგებს საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით გადაეცემა.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად გამორჩეულ, ღვაწლმოსილ მასწავლებლებს ეროვნული პრემია გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა კუთხით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას და მათთვის როგორც სოციალური, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებას. მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესებაც სწორედ საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმას და მათ დაფასებას ემსახურება" - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.