"ბოლოს ასეთი პასუხი მივიღეთ" - რა ხდება ვაშლიჯვრის კორპუსთან დაკავშირებით, საიდანაც მოსახლეობა 4 თვის წინ გაასახლეს
ბინა ვაშლიჯვარში, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და მოპირკეთებული ეზო - ერთი შეხედვით, მოწესრიგებული, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსის უკან სახიფათო, ავარიული შენობა-ნაგებობა დგას.
ერთ- ერთი დაზარალებული თინანო ბუჩუაძე წერს:
"ჩემი ისტორია ყველამ იცის, თუ ვინმე ახალი დამატებული მყავს გვერდზე მოგიყვებით რომ 30 მაის დამენგრა სახლი, გამოგვიშვეს, თან 1 კვირის ნივთები ჩავალაგეთ. გადაგვიყვანეს სასტუმროში Ibis badget. სამხარაულმა დაადგინა საბურთალოზე შპს თორის მიერ აშენებული კორპუსი არის 3/4 კატეგორიის დაზიანების ( სულ 5 სკალაა) ამ ამბავის შემდეგ გავიდა:
მაისი, ივნისი, ივლისი და აგერ აგისტვოც იწურება. მე პირადად წამოღებული მაქვს ჩემთვის და ჩემი შვილისთვის 1 კვირის სასტუმროში, რაც დაგვჭირდებოდა იმ დროის ტანსაცმელი და პირველადი საჭირო ნივთები. სამხარაულის შუალედური დასკვნის შემდეგ გადაგვიყვანეს ქირებში, თავად მოვიძიეთ ბინები და ვიქირავე. რათქმაუნდა, დამჭირდა ჭურჭელი, თეთრეული და სხვა ბევრი რამ რაც დაახლოებით, 2 ათასი ლარი დამიჯდა ისიც ყველაფერი ფასდაკლებით შევიძინე , ზოგიც მაჩუქეს.
დანაზოგი მქონდა ჩემი და ვატოს დასვენების თანხა, მე და ვატო არ წავსულვართ დასასვნებელად, რადგან ამ სიტუაციას დასჭირდა ასე ველოდებოდი ბევრჯერ სხვადასხვა პასუხს კორპუსის დროებით გამაგრებასთან დაკავშორებით, რომ ჩვენი ნივთების გამოტანა შეგვძლებოდა, ,,პასუხი იქნება ორშაბათს” , ორშაბათი რომ დადგებოდა ,,პასუხი იქნება ხუთშაბათს” ხუთშაბათი დადგებოდა და იგივე პასუხს ისევ ორშაბათს ვწლოდით. ბოლოს პასუხი იყო ასეთი რომ არცერთი კომპანია არ თანხმდება ასე გამაგრებაზე, რადგან შენობა ისეთ მდგომარეობაშია არ არის მარტივი გასამაგრებელი და ტოლფასია აშენების.
ამ პერიოდში ბევრი მიწისძრა იყო და კორპუსი საბედნიეროდ, გადარჩა. ჩვენ მოვისმინეთ მერის, კახა კალაძის პირდაპირ ეთერში როგორ მიმართავს ვიცე მერს და ეუბნება მოხედოს ამ საქმეს, თუმცა მე წინ გადადგმული ერთი ნაბიჯიც არ დამინახავს, სამწუხაროდ, წინსვლა არ გვაქვს და მალე აცივდება კიდეც…არ მაქვს ტანსაცმელი თბილი, არც საბანი და ჩემი ტექნიკა კომპიუტერი, ფოტო აპარატი, დინამიკი ყველაფერი იქ ფუჭდება…მე არ მესმის ამ დროს როცა ქვეყანაში ასეთი სოტუაციაა და 53 ოჯახი ქუჩაშია ნაქირავებში, შვებულებაში გასვლა და დასვენება როგორ შეუძლიათ.
ვინმე იქნებით ბატონი მერის ნაცნობი ან საკონტაქტო მომეცით ან თხოვეთ რომ შეგხვდეს, - წერს ანანო.