"ახლა უკრაინის თავდაცვითი მოქმედებების მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი რუსული სამხედრო პოტენციალის განადგურება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ახლა უკრაინის თავდაცვითი მოქმედებების მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი რუსული სამხედრო პოტენციალის განადგურება.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ სულ რაღაც ერთ დღეში რუსებმა ათობით თავდასხმა განახორციელეს, თუმცა უკრაინის დამცველები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაკავებული პოზიციების შეინარჩუნონ.