"ხვიჩა კვარაცხელია მთელ სხეულში დაბუჟებას გრძნობდა... 4 საათი ჰოსპიტალში გაატარა" - რა ინფორმაციას ავრცელებს Geo Team?
"ვერონასთან" მატჩისას დაშავებული ხვიჩა კვარაცხელია კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 4 საათი იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
"ქართველი ფეხბურთელი ნაპოლის სამედიცინო სტაფის წევრთან ერთად, ცვლილების შემდეგ, ვერონას ჰოსპიტალში წაიყვანეს და იქ დაახლოებით 4 საათი გაატარა.
ფეხბურთელი თავს ცუდად პირველი შეჯახების შემდეგ გრძნობდა... მთელ სხეულში დაბუჟებას გრძნობდა... ტაიმის ბოლოს ფიზიკურმა კონტაქტმა კი სიტუაცია გაართულა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ახლა ყველაფერი მშვიდობითაა, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.
ხვიჩა გუნდისგან 2-დღიან დასვენებას მიიღებს. 25 აგვისტოს, ბოლონიას წინააღმდეგ თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არაა. ქართველი შემტევი მზად იქნება" - ნათქვამია Geo Team-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხვიჩა კვარაცხელიას ვერონას ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში ორჯერ მძიმედ ჩაარტყეს.
"თამაშის დასაწყისშივე კისრის არეში ძლიერი დარტყმა მიიღო. ამ ტკივილით ითამაშა პირველი ტაიმის დიდი ნაწილი. ტაიმის ბოლოს იყო კიდევ ერთი შეჯახება, შემდეგ შეცვლა თავად გვთხოვა. ახლა თავს კარგად გრძნობს" - თქვა ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვერონასთან მატჩის შემდეგ.