რას ამბობს ირაკლი კობახიძე ფარცხალაძის საქართველოში შემოსვლაზე? - "რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში, ვიზის გარეშე"
10 წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას აღარ იკავებს. აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით განაცხადა.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას, პრემიერის თქმით, ქართულმა მხარემ მტკიცებულებები მოითხოვა, თუმცა „ვერ წარმოადგინეს“.