რას წერს ბრიტანული მედია მერაბ დვალიშვილზე, მას შემდეგ რაც ქართველი მებრძოლი სკანდალში გაეხვია
ბრიტანული Dailymail-ი ქართველ მებრძოლ მერაბ დვალიშვილზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც გვიყვებიან MMA-ს ღონისძიებაზე UFC ვარსკვლავი ტრიბუნაზე მყოფ მაყურებელს როგორ დაუპირისპირდა.
33 წლის ქართველი ლას-ვეგასში, კრის ჯონსის ტურნირზე წინა რიგში იჯდა, როდესაც მაყურებლებიდან ერთ-ერთმა მას შეურაცხყოფელი ფრაზით მიმართა იმ დროს, როდესაც დარბაზში არსებულ ეკრანზე გამოჩნდა შონ ო'მალი - დვალიშვილის მომავალი მეტოქე.
დაცინვა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ "მანქანა" წამომხტარიყო და საკუთარი ხელით დაეწყო მოქმედება. სოციალურ მედიაში გავრცელებული ვირუსული ვიდეო აჩვენებს, როგორ გადაძვრა ის ჭიშკარზე, შემდეგ მეორეზე გადახტა და თავის სექციაში მაყურებელი იპოვა.
მას შემდეგ, რაც ყველა ბარიერი გადალახა, რომელიც “ტროლისგან” აშორებდა, დვალიშვილი კიბეებზე ავიდა, ხოლო შეშინებული მაყურებელი იმეორებდა: "არა, არა, არა, არა..." განაგრძეთ კითხვა