უკრაინელებმა კურსკის ოლქში, მდინარე სეიმზე კიდევ ერთი ხიდი გაანადგურეს, როსტოვში კი ნავთობბაზას ისევ ცეცხლი უკიდია - რა ხდებოდა ღამის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომში?
რუსეთის კურსკის რეგიონში ბრძოლები გრძელდება, ამაზე მეტყველებს რუსი და უკრაინელი სამხედროების განცხადებები.
კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონში, მდინარე სეიმზე მორიგი ხიდი განადგურდა, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რეგიონის ნაწილი მოწყვეტილია რუსეთს, ევაკუაცია კი შესაძლებელია მხოლოდ წყლით. მოკლედ, მდინარე სეიმზე სამი ხიდიდან ორი განადგურებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად. ამ ტერიტორიაზე მესამე და ბოლო ხიდის დანგრევის შესახებ ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით ჯერ არ დადასტურებულა.