"ნებისმიერი ომი მიუღებელია, ერთადერთი დადებითი, რაც ომს ახლავს, არის ერის, საზოგადოების სრული კონსოლიდაცია საგარეო საფრთხის წინაშე" - გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ნებისმიერი ომი მიუღებელია და არა მგონია ვინმე ჭკუათმყოფელს ამის სურვილი ჰქონდეს.ერთადერთი დადებითი, რაც ომს ახლავს, არის ერის, საზოგადოების სრული კონსოლიდაცია საგარეო საფრთხის წინაშე.ომის ერთადერთი სახეობა, რომელსაც ეს “სიკეთეც” არ მოაქვს და შესაბამისად თავისი დამანგრეველი შედეგებით განსაკუთრებით დიდი კატასტროფის მომასწავებელია, არის სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი.ჩემი კითხვა ასეთია:
როგორ შეიძლება შეფასდეს ხელისუფლება, რომელიც არარსებული ომის საფრთხის პრევენციას სამოქალაქო დაპირისპირების ხარჯზე ახდენს?!…" - წერს ხუხაშვილი.