"კოალიცია ცვლილებისთვის" ფართოვდება - ვინ შეუერთდა ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას?
"კოალიცია ცვლილებისთვის" ფართოვდება. ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას პარტია "რესპუბლიკელები" და ორგანიზაცია "აქტივისტები მომავლისთვის" შეუერთდნენ.
ამის შესახებ კოალიციის ლიდერებმა განცხადება ზუგდიდში გააკეთეს. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერების განცხადებით, პოლიტიკურ გაერთიანებაში ერთიანდებიან ის ძალები, რომლებიც საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლას უზრუნველყოფენ.
ვიდეო: "მთავარი არხი"