"ცუდი ხასიათი ჰქონდა... მან ეს ყველაფერი საქართველოს ნაკრებში გაიაზრა..." - რა თქვა საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სანიოლზე
საფრანგეთის ნაკრების ყოფილამ დამრიგებელმა რაიმონ დომენეკმა footamateur-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სთხოვეს იმ ფეხბურთელების საუკეთესო თერთმეტეული ჩამოეთვალა, რომელსაც თავად წვრთნიდა.
მან სიაში საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მენეჯერი ვილი სანიოლიც შეიყვანა, რომელიც ასე დაახასიათა:
"სანიოლს ცუდი ხასიათი ჰქონდა, მას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ის საქმის გაფუჭების ნამდვილი მეფე იყო. ახლა როცა ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელია, მან ეს ყველაფერი გაიაზრა", - თქვა დომენეკმა.
შეხსენებისთვის, დომენეკი საფრანგეთის ნაკრებს 2004/10-წლებში ავარჯიშებდა და მისი ხელმძღვანელობით მამლები 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალოსნები გახდნენ.
წყარო: "სპორტალი"