რას ამბობს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, გლდანში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარზე?
ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს.
გლდანის მაჟორიტარის, კოტე ზარნაძის თქმით, ამ დროის მონაცემებით, დაშავებული არავინაა.