უახლესი კადრები გლდანიდან, სადაც ამ წუთებში ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია
ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ავტორი: მეგი მინდილაია