"ერთ დეტალს გაგიმხელთ... ეს ცალკე კატასტროფა იქნება და ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს" - რას ამბობს მამუკა მდინარაძე "გორბის" კვლევაზე?
"ეს არ არის ის მონაცემი, რომლითაც მე პირადად, ან "ქართული ოცნების:" რომელიმე ლიდერი დამშვიდდებოდა. პირიქით, იქ არის მონაცემები, რომ შესაძლოა მართლაც რამდენიმე აგენტურულმა ნაცურმა პარტიამ გადალახოს ბარიერი, რაც არის კატასტროფა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ "გორბის" კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.