loader

"სულ ვცდილობ პოლიტიკურ დებატებს თავი ავარიდო, მაგრამ ეს არ არის უბრალო ამბავი..." - რას წერს საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სულ ვცდილობ პოლიტიკურ დებატებს თავი ავარიდო, მაგრამ ეს არ არის უბრალო ამბავი..." - რას წერს საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი?

გული მტკივა, რომ მთელი ჩვენი, სრულიად სამართლიანი სტრატეგია, რომ რუსეთი იყო და არის აგრესორი, შეიძლება გაბათილდეს "ეფემერული პოლიტიკური ეფექტის" ეშხით გაკეთებული განცხადებებით და უზარმაზარ ზიანს ვაყენებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეროვნული ინტერესი პარტიულ თუ თითქმის ბიზნეს ინტერესებზე უზენაესია.

ამასთან, დიპლომატი აცხადებს, რომ არ შურს კოლეგების, რომელთაც ამ განცხადებების გაკეთილშობილების შეუძლებელი მისია აკისრიათ.

“სულ ვცდილობ პოლიტიკურ დებატებს ავარიდო თავი. მაგრამ ეს არ არის უბრალო ამბავი. ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე დებატებიც მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ ახლა რუსეთი, გაეროში "ჩვენს პოზიციებს" იშველიებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენდამი ჩადენილი აგრესიის გამო ბრალდებები გააბათილოს.

ეს გახლავთ აგვისტოს ომის 4 წლისთავზე პუტინთან გამართული პრესკონფერენციის შემდეგ Le Figaro-ში გამოქვეყნებული სტატია. პუტინმა ამ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველოში შემოჭრა რუსეთის სამხედრო შტაბში რამდენიმე წლის წინ იყო დაგეგმილი. აი, პასუხი, ვინ დაიწყო ომი 2008 წლის 7 აგვისტოს. და მანამდე ომი არ ჰქონდა რუსეთს ჩვენთან?

გული მტკივა, რომ მთელი ჩვენი, სრულიად სამართლიანი სტრატეგია, (სტრასბურგის და ჰააგის სასამართლომ დაადასტურა და ჩვენც ხომ ვიცით) რომ რუსეთი იყო და არის აგრესორი, შეიძლება გაბათილდეს "ეფემერული პოლიტიკური ეფექტის" ეშხით გაკეთებული განცხადებებით და უზარმაზარ ზიანს ვაყენებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას.

ნამდვილად არ მშურს ჩემი კოლეგების, ვისაც ამ განცხადებების გაკეთილშობილების შეუძლებელი მისია აკისრიათ.

რას ვიგებთ, რა სარგებელს ვიღებთ, რის ფასად, ვის ვუგორებთ კოჭს, რისთვის, ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? ვისთან ვაგრძელებთ მეგობრობას?

ოჰ, ყოვლისგამგეო ... გული მიმძიმდება, როგორ მინდა, ყველას ესმოდეს, რომ

ეროვნული ინტერესი უზენაესია ყოველი პარტიული თუ თითქმის ბიზნეს ინტერესებზე”, - წერს სოციალურ ქსელში ჯავახიშვილი.