loader

შოკისმომგვრელი კვლევა - ის, რაც ყველა ჩვენგანის სახლშია, შესაძლოა, აუტიზმის გამომწვევი მიზეზი იყოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკისმომგვრელი კვლევა - ის, რაც ყველა ჩვენგანის სახლშია, შესაძლოა, აუტიზმის გამომწვევი მიზეზი იყოს

არის თუ არა აუტიზმის გამომწვევი მიზეზი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქიმიური დანამატი? - ავსტალიური კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა თეორია, რომ ორსული ქალის ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით არსებულ ქიმიურ ნივთიერებას "ბისფენოლს" შეუძლია ბავშვებში აუტიზმთან დაკავშირებული სიმპტომების გამოვლენა.

კვლევის ფარგლებში 600-ზე მეტი ჩვილის განვითარების აკვირდებოდნენ და დადგინდა, რომ იმ ქალების შვილებს, ვისაც "ბისფენოლის" მაღალი დონე ჰქონდათ, აუტიზმის სიმპტომები 11 წლამდე გამოუვლინათ.

ბისფენოლ A იგივე BPA არის ქიმიკატი, რომელიც განკუთვნილია პლასტმასის გასამაგრებლად და ლითონების დაჟანგვის თავიდან ასაცილებლად, ის ასევე ხშირად გვხვდება როგორც საწოვარებში ისე ქაღალდის ქვითრებში.

ავსტრალიელი მეცნიერები იუწყებიან, რომ BPA-ს შეუძლია შეაფერხოს მამრობითი სქესის ნაყოფის ტვინის განვითარება რამდენიმე გზით, მათშორის, ნეიროჰორმონების განვითარებას შეუშალოს ხელი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაყოფის ტვინის განვითარებაში.