რატომ და რამდენით დააჯარიმა "მთავარი არხი" კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ?
კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 2 500 ლარით დააჯარიმა. საუბარია 2 სოციალურ კლიპზე, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში გადიოდა. ვიდეოების შინაარსი რუსულ კანონს უკავშირდებოდა, რაც კომისიამ არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ რეკლამად ჩათვალა, რომლის მიზანიც, მათი აზრით, "ქართული ოცნების" დისკრედიტაცია იყო. "მთავარ არხს" კლიპის ეთერიდან ამოღება და ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
წყარო და ვიდეო:"მთავარი არხი"