"თავის წამოწევის ძალა არ ჰქონდა და ფეხები ეკეცებოდა… მეპატრონეს რომ დაველაპარაკე, ეს ასეთი "როჟააო" - რა კადრები ვრცელდება ბათუმიდან
"ამ პატარა პონიმ მიიქცია ჩვენი ყურადღება. ბათუმის ბულვარში, შადრევნებთან ჰყავთ და ტურისტების გასასეირნენლად ამუშავებენ.
პატარას თავის წამოწევის ძალა არ ჰქონდა და ფეხები ეკეცებოდა…მეპატრონეს რომ დაველაპარაკე "ეს ასეთი როჟააო" მიპასუხა და კითხვაზე - როგორ უნდა წაიყვანოთ სახლში-მეთქი, პასუხად მივიღე - ჯირითით ადლიამდეო.
წარმოდგენა რომ იქონიოთ, ვინც არ იცის, რა მანძილზეა საუბარი, ფოტოსაც დავურთავ.
ვაჭმევთ და წყალს ვაძლევთ ცხოველებსო, მიმტკიცებდნენ.
ამ საშინელ სიცხეებში, ეჭვი მაქვს, რომ ცხოველებს ძალიან ცუდ პირობებში ამყოფებენ.
არ არის ორგანიზაცია, ვისაც შეუძლია შეამოწმოს და გააკონტროლოს?" - წერს ერთ-ერთ ჯგუფში მოქალაქე ანონიმურად და ვიდეოს აქვეყნებს.