loader

ჯანმო "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობას აცხადებს - რომელ ქვეყნებში დაფიქსირდა ინფექცია და რა სიმპტომები ახასიათებს მას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯანმო "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობას აცხადებს - რომელ ქვეყნებში დაფიქსირდა ინფექცია და რა სიმპტომები ახასიათებს მას?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოაცხადა გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა. აღნიშნული გადაწყვეტილება ვირუსული ინფექციის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებას მოყვა.

"აშკარაა, რომ კოორდინირებული საერთაშორისო პასუხი საკვანძოა გავრცელების შესაჩერებლად და სიცოცხლეების გადასარჩენად. "მაიმუნის ყვავილის" აღმოჩენა და სწრაფი გავრცელება აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში, მისი აღმოჩენა მეზობელ ქვეყნებში, სადაც აქამდე "მაიმუნის ყვავილი" არ დაფიქსირებულა, და მისი შემდგომი გავრცელების პოტენციალი აფრიკასა და მის მიღმა ძალიან შემაშფოთებელია", - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა.

აღინიშნება, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გარდა, "მაიმუნის ყვავილის" შემთხვევა დაფიქსირდა ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის ცნობით, "მაიმუნის ყვავილი" იშვიათი ვირუსული დაავადებაა, რომელიც გადადის დაავადებული ცხოველებისგან, განსაკუთრებით მაიმუნებისა და მღრღნელებისგან, ასევე შესაძლებელია ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა. ვირუსი იწყება სიმპტომებით, რომლებიც ჰგავს გაციებას, ამავდროულად ჩნდება კუნთების ტკივილი და გამონაყარი. დაავადებით გარდაცვალების რისკი მერყეობს 1%-დან 10%-მდე. მკურნალობისთვის სპეციფიკური კურსი არ არსებობს, ამიტომ აუცილებელია ექიმთან დროული კონსულტაცია.

"წლევანდელი ახალი ფორმის მაიმუნის ყვავილი, რომელიც აღმოაჩინეს კონგოს ერთ-ერთ მაღაროელ ქალაქში, შესაძლოა ადამიანებს შორის უფრო ადვილად ვრცელდებოდეს და ახასიათებს განსხვავებული სიმპტომები. მას მოჰყვება უფრო მსუბუქი სიმპტომები და გამონაყარი, რომელიც ძირითადად გენიტალებზე ჩნდება, რაც ართულებს ვირუსის დროულად ამოცნობას და ხელს უწყობს მის გავრცელებას ადამიანებს შორის, რომლებიც შესაძლოა არც იცოდნენ, რომ ინფიცირებულნი არიან...

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის საწინააღმდეგო სპეციალური ვაქცინა არ არსებობს, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა JYNNEOS ვაქცინა (ცნობილია როგორც Imvamune ან Imvanex), რომელიც შემუშავებულია ჩუტყვავილას წინააღმდეგ და გამოიყენება მაიმუნის ყვავილის მძიმე შემთხვევებისთვის 18 წელზე უფროსი ასაკის პირებში. ასევე, ანტივირუსული მედიკამენტი ტეკოვირიმატი (TPOXX), თავდაპირველად შემუშავებული ჩუტყვავილასთვის, ახლა სწავლების პროცესშია მაიმუნის ყვავილის სამკურნალოდ. თუმცა, კონგოში, სადაც ვირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია, შემთხვევების დაახლოებით 60% მოდის 18 წლამდე პირებზე" - წერს ფხაკაძე.