62 წლის ტომ კრუზის შთამბეჭდავი გამოსვლა პარიზის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე - „შეუსრულებელი მისიის“ ვარსკვლავი ჯერ აფრინდა, შემდეგ სიმაღლიდან დაეშვა
პარიზის ოლიმპიადა გრადნიოზულად დაიხურა.
ოლიმპიური თამაშების დახურვაზე სნუპ დოგმა, ბილი აილიშმა და Red Hot Chili Peppers-მა იმღერეს
უამრავ დასამახსოვრებელ პერფორმანს შორის გამორჩეული იყო 62 წლის ტომ კრუზის შთამბეჭდავი გამოსვლა.
„შეუსრულებელი მისიის“ ვარსკვლავი ჯერ აფრინდა, შემდეგ სიმაღლიდან დაეშვა, ოლიმპიური დროშა ამერიკელ ტანმოვარჯიშეს, სიმონ ბაილსს გამოართვა, მოტოციკლზე დაჯდა და სტადიონი ვერტმფრენით, ოვაციების ფონზე დატოვა.