loader

"მაღალი ალბათობით საქმეში დევს მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკების ჩვენებებიც... ახლა არკვიონ, ბოლო პერიოდში ვინ იყო ამერიკაში და ვინ არის "ვირთხა" - გია ხუხაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაღალი ალბათობით საქმეში დევს მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკების ჩვენებებიც... ახლა არკვიონ, ბოლო პერიოდში ვინ იყო ამერიკაში და ვინ არის "ვირთხა" - გია ხუხაშვილი

"ჰელსინკის კომისიის უაღრესად სკანდალური განცხადება, რაც დიდი ალბათობით საკმარისი მტკიცებულებებით არის გამყარებული, ნიშნავს რომ ხელისუფლება სერიოზული დოზით კრიმინალიზებულია…" - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმითვე, შესაძლოა, შესაბამისი ფაქტები აშშ-ს ფინანსური დაზვერვისთვის დიდი ხანია ცნობილია.

"შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შესაბამისი ფაქტები აშშ-ს ფინანსური დაზვერვისთვის დიდი ხანია ცნობილია. მათი გასაჯაროვება კი გადაწყდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე ვიზიტის დროს სენატორები საბოლოოდ დარწმუნდნენ ხელისუფლების მხრიდან ვექტორის ცვლილების პროცესის შეუქცევად ხასიათში.

P.S. მაღალი ალბათობით საქმეში დევს მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკების (ოქროს მოწმეები) ჩვენებებიც. ახლა არკვიონ, ბოლო პერიოდში ვინ იყო ამერიკაში და ვინ არის "ვირთხა", - წერს ხუხაშვილი.

ჰელსინკის კომისიის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის, მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა.

ამის შესახებ ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში წერს.

„თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ქოლ-ცენტრების საქმიანობა უნდა შეაჩეროს, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ“, - წერს ჰელსინკის კომისია X-ზე.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ე.წ. ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ მოქმედებისკენ გასულ თვეში, ენტონი ბლინკენისთვის გაგზავნილ წერილშიც მოუწოდა.