“ნიკო ერთადერთს არ ვიტყვი, მაგრამ ერთ -ერთია ვინც გარდაცვალება დღესასწაულად აქცია” - რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა?
12 აგვისტოს, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დაბადების დღე იყო.
ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ადამიანებს მიმართავს და მადლობას უხდის ყურადღებისთვის: „მეგობრებო არც კი ვიცი საიდან და როგორ დავიწყო სათითაოდ დაგიბრუნდებით და დაგიბრუნებთ იმ სიყვარულს და ემოციას რაც დღეს მოგვანიჭეთ მხოლოდ ერთს გეტყვით, ნიკო ერთადერთს არ ვიტყვი მაგრამ ერთ -ერთია ვინც გარდაცვალება დღესასწაულად აქცია ლამის. უფალმა დაგლოცოთ, შვილები დაგელოცოთ სიხარული და ბედნიერი დღეები გიმრავლოთ…ძალიან ძალიან დიდი მადლობა…. P.S. ეს იყო ანტიბში, სოფია ანტიპოლისში, 16 წლის ბიჭი დავტოვეთ skema-ში და ძალიან მალე დიდი კაცი დაბრუნდა თავის ცხოვრების დიდ სიყვარულთან ერთად ძალიან ემოციური იყო დღევანდელი დღე skema -ში“ – წერს იზა ომიაძე.
ნიკო, რომელიც 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ასაკში მოკლეს, 25 წლის გახდებოდა.