"წლების შემდეგ ექთანი-მეანი საერთოდ აღარ გვეყოლება...“ - რას ამბობს ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე?
„ჩვენი ქვეყნიდან სამედიცინო პერსონალის გადინება გრძელდება. კადრების დეფიციტი ყველაზე მეტად არის საექთნო საქმეში. წლების შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთოდ აღარ გვეყოლება ექთანი-მეანი“,- ამის შესახებ ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარემ სალომე ლოლუამ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ექთნების რაოდენობის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულზეა, რაც დაბალი ანაზღაურებით და შრომის საფრთხისშემცველი პირობებით არის გამოწვეული. ამ ფონზე კი ქვეყანაში საექთნო საქმის შესწავლა მოთხოვნადი აღარაა.