loader

ათენის გარეუბანში, ტყის ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ათენის გარეუბანში, ტყის ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

„ბიბისის“ ინფორმაციით, ათენის გარეუბანში ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, ხანძრების შედეგად შექმნილი რთული სიტუაციის გამო ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 700-ზე მეტი მეხანძრე, 199 სახანძრო მანქანა და 35 თვითმფრინავია ჩართული. ევროპულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, საბერძნეთს დაეხმარონ.

„ბიბისის“ ინფორმაციით, იტალია საბერძნეთს ორ თვითმფრინავს, ხოლო საფრანგეთი და სერბეთი – თითო ვერტმფრენს მიაწვდიან. ესპანეთი, ჩეხეთი და რუმინეთი კი დამატებით მანქანებს, პერსონალსა და სხვადასხვა სახის დახმარებას გააგზავნიან.

თურქეთი კი გეგმავს ორი თვითმფრინავისა და ვერტმფრენის გაგზავნას. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საბერძშნეთის გვერდითაა. საბერძნეთში ტყის ხანძარი 11 აგვისტოს გაჩნდა. სტიქიასთან ბრძოლას გვალვა, ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებს.