loader

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - "ივანიშვილი საქართველოში დიდ უბედურებას ამზადებს..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - "ივანიშვილი საქართველოში დიდ უბედურებას ამზადებს..."

"მაიკ ტერნერმა ცოტახნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმითვე, ივანიშვილმა იყიდა ქონება რუსეთში, რაც ნიშნავს, რომ "საქართველოში დიდ უბედურებას ამზადებს, რომლის შემდეგ გაქცევა მხოლოდ რუსეთში შეეძლება".

"მივესალმები სენატორ ჯინ შაჰინის და ამერიკის წარმომადგენლობათა პალატის, სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერის ვიზიტს საქართველოში.

ეს ვიზიტი არის ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ორპარტიული პოლიტიკის, რომლის ამოცანაა არჩევნების გაყალბებისთვის ხელის შეშლა და გაყალბების შემთხვევაში ამ არჩევნების შედეგების დაკანონების არ დაშვება.

ივანიშვილმა იყიდა ქონება რუსეთში, რაც ნიშნავს, რომ ამზადებს დიდ უბედურებას საქართველოში, რომლის შემდეგ გაქცევა მხოლოდ რუსეთში შეეძლება.

ასევე მიხარია რომ სენატორი შაჰინი ხშირად საუბრობს ჩემზე, ხოლო მაიკ ტერნერმა ცოტახნის წინ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის წერილი გაუგზავნა ოფიციალურად სახელმწიფო დეპარტამენტს. მადლობელი ვარ იმისთვისაც რომ ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა შეხვედრებზე ამჯერადაც ჩემი უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა' - წერს სააკაშვილი.